ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი

ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (ინგლ. International Young Physicists' Tournament ან IYPT) — გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში, ამოხსნის მოხსენებაში და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით, ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს რამდენიმე თვის განმავლობაში, ამიტომაც ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება.