არქეოლოგიის დარგში, ასევე, მომიჯნავე სფეროებში მოღვაწე ინსტიტუტების ცალკეული მეცნიერების, სტუდენტების, დაინტერესებული პირების გაერთიანება მიმართულების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის.

ცენტრი საკუთარი საქმიანობის პროცესში უზრუვნელყოფს არქეოლოგიური ტურიზმის განვითარებას, არქეოლოგიით დაინტერესებული საერთაშორისო ვიზიტორების და პროფესიონალების მოზიდვას საქართველოში. აღნიშნულ პროცესში ცენტრი ითანამშრომლებს ბრიტანულ და სხვა წამყვან ინტერნეტ პროექტებთან, რომლებიც პროფესიულ დონეზე ანხორციელებენ არქეოლოგიური ტურიზმის ტურებს.

ცენტრი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოში არქეოლოგიით დაინტერესებული საერთაშორისო სტუდენტებისა და მეცნიერების, დაინტერესებული პირების ვიზიტებს.

პარალელლურად, ცენტრი უზრუნველყოფს არქეოლოგიის მიმართულებით ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას, კერძოდ, არქეოლოგიისათვის საინტერესო ახალი ტექნოლოგიების გამოცდებს რადიოინჟინერიის, ქიმიის, ბიოტექნოლოგიების, რობოტექნიკის და სხვა მიმართულებით.

უზრუნველყოფს არქეოლოგიის მიმართულებებით სტარტაპებს და ბიზნეს ინიციატივების ხელშეწყობას, მათ შორის შემეცნებითი პროდუქტების და ტექნოლოგიების განვითარებას.

ცენტრი თანმიმდევრულად განახორციელებს მეცნიერებისათვის ერთობლივი გამოყენების არქეოლოგიის კვლევითი ინოვაციების ლაბორატორიის დაფუძვნებას. თანამედროვე კვლევითი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია უზრუვნელყოფს რეგიონიდან შეკვეთების მოზიდვას.

ცენტრი განახორციელებს არქეოლოგიის მუზეუმის შექმნას, ასევე, დარგის მნიშვნელოვან პოპულარიზაციას ახალგაზრდებში, მათ შორის სკოლის ბავშვებისთვის შექმნის გასართობ - შემეცნებით პროცესებს.

საერთაშორისო ექსპერტების, მათ შორის ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლობის მოსაზრებით არქეოლოგიის ამ პრინციპით განვითარება, ბევრ მომიჯნავე დარგის განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეში. უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ინოვაციების გაჩენას მათი შემდგომი ექსპორტისათვის.

არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მზად იქნება ხელი შეუწყოს ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს, უზრუნველყოფს საქართველოს პოპულარიზაციას, როგორც არქეოლოგიის მიმართულებით წამყვან ცენტრს ინოვაციებისა და განვითარებისათვის.