პროექტები

2017 წლის 2 დეკემბერს არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის მოწვევითა და საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ხელშეწყობით გერმანელმა არქეოლოგმა და ანთროპოლოგმა კირსტინ ფუნკემ გამართა სემინარი - ,,გათხრების დროს მოპოვებული ძვლოვანი ნაშთები და სქესის/ასაკის განსაზღვრა მათი მეშვეობით“. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის სპეციალობის მე-2-4 კურსის სტუდენტები. პრაქტიკულ მასალად გამოყენებულ იქნა უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 2016-2017 წლებში მოპოვებული ანთროპოლოგიური ნაშთები.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა დოქტორ ფუნკესთან გრძელდება და იგი ამ ტიპის სემინარების საქართველოს უნივერსიტეტში კვლავ განაგრძობს.