პროექტები

საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრმა 2017 წლის 13 მაისს  განახორციელა პირველი პროექტი ,,აღმოაჩინე სამშვილდე“.  პროექტის ფარგლებში ცენტრის ორგანიზებით მოეწყო არქეოლოგიური ტური სამშვილდის ნაქალაქარზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა:

·      მისმა აღმატებულებამ სისერო მარტინს გარსიამ - ბრაზილიის ელჩი საქართველოში;

·      მისა აღმატებულებამ ფაბიენ სეიდოქსმა - შვეიცარიის კონსული საქართველოში;

·      მისმა აღმატებულებამა ალბერტ კლოსმა - ნიდერლანდების კონსული საქართველოში;

·      მისმა აღმატებულებამ დესისლავა ივანოვამ - ბულგარეთის ელჩი საქართველოში;

·      ბ-ნმა რეზა ფურმა ირანის სრულუფლებიანი დესპანი საქართველოში.

·      დოქტორმა ანთიე ფიშერმა და დოქტორმა ჰანს იოაჰიმ ლიპმა (GIZ) - საერთაშორისო თანამშრომლობა გერმანია.

·      დოქტორმა კირეან დალტონმა - გაეროს მისიის მთავარი ანალიტიკოსი საქართველოში;

·      პროფესორმა ალვარო ჰიგუერასმა - პერუელი არქეოლოგი, სიმონ ფრეზერის უნივერსიტეტი.

·      დოქტორმა კირსტინ ფუნკემ - გერმანელი არქეოლოგი და ანთროპოლოგი.

პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამშვილდის ნაქალაქარი და ესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურ ბაზას, სადაც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა მათ  გააცნეს სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის უახლესი აღმოჩენები და არქეოლოგიური მასალა. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებს საჩუქრად არქეოლოგიის საერთაშორისო ცენტრის ბრენდირებული სუვენირები გადაეცათ.